მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიის ნეგატიური ეფექტის შედეგად 1,6%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მშპ-მ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში შეადგინა 45 ტრილიონ 660 მილიარდი იუანი ანუ 6 ტრილიონ 520 მილიარდ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის პანდემიის გამო 6,8%-ით შემცირდა. ზოგადად ქვეყანაში მშპ-ს ზრდის ტემპები კლებაშია, 2017 წელს - 6,8% იყო, 2018 წელს - 6,6%, ხოლო 2019 წელს - 6,1%.