10:57
3 აგვისტო, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩინეთის საგარეო უწყება სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს
14-07-2020

ჩინეთის საგარეო უწყება სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთბული ბოლო განცხადებების გამო აკრიტიკებს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები არის უპასუხისმგებლო და რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას ანგრევს.

„აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადება უგულებელყოფს სამხრეთ ჩინეთის ზღვის შესახებ ისტორიას და ობიექტურ ფაქტებს, ასევე არღვევს აშშ-ის მთავრობის ღია ვალდებულებას სამხრეთ ჩინეთის ზღვის სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით, არღვევს და ამახინჯებს საერთაშორისო სამართალს. ის განზრახ იწვევს უთანხმოებას საზღვაო სუვერენიტეტის თაობაზე, ანგრევს რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას და არის უპასუხისმგებლო ქმედება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ აშშ ცილისმწამებლური ძალისხმევის კუთხით ვერასდროს მიაღწევს წარმატებას.

„ჩვენ გამოვხატავთ ძლიერ უკმაყოფილებას აშშ-ის შეცდომების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს შეწყვიტოს პრობლემების გამოწვევა სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხთან დაკავშირებით და აღარ განაგრძოს არასწორი გზით სვლა. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას“, - აცხადებს ჩჟაო ლიცზიანი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს. მისივე თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები უკანონოა.

AutoPlay
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
წინანდალში, ალაზანი-იორის მდინარის აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სიახლეებს ადგილზე გაეცნო
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
ჩინეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები