08:51
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის კრიტიკოსს, ყოფილ ბიზნეს მაგნატს, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა
22-09-2020

ჩინეთში უძრავი ქონების ყოფილ მაგნატს ჟენ ჩჟიციანს, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის წინააღმდეგ საჯარო კრიტიკით გამოირჩევა, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით ჩინეთის სასამართლომ ჟენ ჩჟიციანი დამნაშავედ კორუფციაში, მოსყიდვასა და საჯარო სახსრების გაფლანგვაში ცნო. ჟენ ჩჟიციანს ჯარიმის სახით 4.2 მილიონი იუანის - 620 000 დოლარის გადახდა მოუწევს. სასამართლოს ინფორმაციით, ჟენ ჩჟიციანი ბრალდებებს აღიარებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

გამოძიება ჟენ ჩჟიციანის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მარტში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ესსე, სადაც სი ძინპინი და ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა. მას პრეზიდენტის სახელი არ უხსენებია, თუმცა ესსეში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნა, რაც პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, წერდა: „ცნობისმოყვარეობით ვსწავლობ მიმართვას, იქ არა იმპერატორი, არამედ მასხარა იდგა“.

AutoPlay
დავით სერგეენკო ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციას ესტუმრა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრის სამეგრელოს რეგიონში ვიზიტს აფასებს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
პანდემიის პირობებში მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
"ევროპული საქართველო" ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარშს მართავს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
კორონავირუსის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო დროებით მუშაობას აჩერებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები