ჩინეთმა 2021 წელს 9,8 მლნ ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდა განპირობებულია ქვეყნის მოსახლეობაში კვების რაციონში ცვლილების გამო.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის მიერ ხორბლის წლიური შესყიდვა გაზრდილია 17%-ით. ეს გამოწვეულია სიმინდის ძვირი ფასით ქვეყნის შიგნით და ზოგადად წლევანდელი ბურღულეული კულტურების დაბალი მოსავლით. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხორბლის მოხმარება ჩინეთში ძირითადად მიემართება პურეულის, ფუნთუეშეული ნაწარმის, ლაფშასა და პელმენების წარმოებაზე, რაც მიანიშნებს მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლის ზრდას. ამასთან, ხორბალს ჩინეთში გამოიყენებენ შინაური ცხოველების საკვებად.
ჩინეთი 2022 წელს ხორბლის იმპორტის კიდევ უფრო ზრდას მოელის.