ჩინეთმა ერთ თვეში 6 ტონამდე ოქრო იყიდა, დეკემბრიდან სექტემბრის ჩათვლით კი საკუთარი რეზერვები 100 ტონამდე ოქროთი შეავსო. მსოფლიოს მეორე უდიდესმა ეკონომიკამ ოქროს შესყიდვა სწორედ დეკემბერში განაახლა.ჩინეთის სახალხო ბანკმა სექტემბერში ოქროს ზოდების რაოდენობა 62 მილიონ 450 ათას უნციამდე გაზარდა. ჩინეთმა საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ, განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ოქროზე აქცენტის გადატანას, ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომიც განაპირობებს.