ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა და შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა, ასევე სავაჭრო წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ხელშეკრულების დოკუმენტის ტექნიკური დეტალები უკვე შეთანხმებულია.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი 25 ოქტომბერს შედგა და როგორც უწყება აღნიშნავს, ამერიკიდან ფრინველის ხორცის იმპორტზე აკრძალვის მოხსნაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მხარეები ასევე მივიდნენ კონსესუსამდე ამერიკიდან ზღვის პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალების პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.