ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა 4 მარტის მდგომარეობით 110 მილიარდ 480 იუანი ანუ 16 მილიარდი დოლარი გამოყვეს კორონავირუს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„როიტერსის“ ინფორმაციით, აღნიშული თანხიდან 71 მილიარდ 430 მილიონი იუანი უკვე დახარჯულია, 39 მილიარდ 50 მილიონი კი ჯერ გამოუყენებელია.მინისტრის მოადგილის თქმით, ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ჩინეთი ადგილობრივი ორგანოების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო დააკმაყოფილებს პროვინცია ჰუბეის ყველა ფინანსურ მოთხოვნას.მისივე თქმით, პეკინი სექტორების დახმარებისთვის მიზანმიმართულ და ეტაპობრივ ზომებს მიიღებს, რომლებიც დაზარალდნენ ვირუსის გამო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.