ქალაქ ვუჰანის გახსნის შემდეგ, ჩინეთი მკაცრ კარანტინს ჩრდილოეთ ჰეილონგიანგის პროვონციის ქალაქ სუფნზე აწესებს. აღსანიშნავია, რომ პროვინციაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა მათგანი რუსეთიდან იყო იმპორტირებული. ამის გამო, სუფინში მოსახლეობას თავისუფლად მოძრაობა აეკრძალა. ქუჩაში გასვლის უფლება თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთ ერთ წევრს აქვს, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში.
ჩინეთში, გასულ დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღეების მონაცემებს აღემატება.