ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერისა და სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტთან "ყაზბეგი" მოქმედი სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის მდინარე თერგის ადიდების შედეგად მწყობრიდან გამოსვლის გამო, დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ტექნიკის ახლით შეცვლა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით 54 მილიონი დოლარი და დაახლოებით 5.2 მილიონი ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით.