ჩინეთმა საკუთარი რეზერვები დეკემბრის შემდეგ დაახლოებით 100 ტონა ოქროთი შეავსო. მსოფლიოს მეორე უდიდესმა ეკონომიკამ ოქროს შესყიდვა სწორედ დეკემბერში განაახლა. ჩინეთმა საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ, განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ოქროზე აქცენტის გადატანას, ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომიც განაპირობებს. როგორც ავსტრალიის და ახალი ზელანდიის საბანკო ჯგუფი ვარაუდობს, ოქროს შესყიდვის ტრენდი უახლოეს წლებშიც გაგრძელდება.
ჩინეთი ადრე საკუთარი რეზერვების შესახებ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებდა. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში სახალხო ბანკმა ოქროს რეზერვების 53 მილიონ 300 ათას მილიონ უნციამდე ზრდის შესახებ გამოაცხადა. მანამდე 6 წლის განმავლობაში მსგავსი ინფორმაცია დაფარული იყო და ამ პერიოდში ოქროს რეზერვები თითქმის 57 პროცენტით გაიზარდა.