ჩინეთმა უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველად გაუსწრო. შესაბამისი ანგარიში შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse-მა გამოაქვეყნა.
2019 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ში 100 მილიონი ჩინელი და 99 მილიონი ამერიკელი მოხვდა.
ამის მიუხედავად ამერიკის შერთებული შტატები მაინც უსწრებს ჩინეთს იმ ადამიანების რაოდენობით, რომელთა ქონებაც მილიონ დოლარს აჭარბებს.
Credit Suisse -ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბარში განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო უთანხმოების მიუხედავად მოახერხეს და მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ზრდასრული მოსახლეობის ერთ სულზე კეთილდღეობის გაზრდის მიმართულებით - შესაბამისად, 3 მილიარდ 8 მილიონ და მილიარდ 9 მილიონი დოლარით.