ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
"დაავადება გადადის სასუნთქი გზების საშუალებით. არსებობს ვირუსული მუტაციის შესაძლებლობა და დაავადების შემდგომი გავრცელება", - ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.
ამ დრომდე ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები აღმოჩენილია აშშ-ში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.