დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი.
როგორც გამყრელიძე ამბობს არც ერთი შემთხვევა ისეთი მძიმე არაა, რომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებდეს. აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ წელს გრიპის სეზონის მიმდინარეობის ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია.
ამასთან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. კერძიოდ ატიპიური პნევმონიის 41 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა თუმცა იგი ასევე აღნიშნავს რომ საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება, არ არსებობს.