ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 18 მეხანძრე და 1 ადგილობრივი გიდია.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ძლიერ ხანძარს ასობით მეხანძრე და სამხედრო ებრძოდა. პოლიციამ საშიში ზონიდან 1 200-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა. ხანძრის შედეგად 1 000 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაიწვა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად იმავე ადგილაზე ხანძარმა 30 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 27 მეხანძრე იყო.