ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ახალი შემთხვევებიდან 36 შიდა გადაცემის შედეგია, საიდანაც 28 სინძიანის პროვინციაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ჩინეთში კორონავირუსი 11 ასიმპტომურ პაციენტს დაუდასტურდა.
ცნობისათვის, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 84 428 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.