ჩინეთში, რამდენიმე McDonaldʼs-ში მაგიდებთან ველოტრენაჟორები დააყენეს, რომლებზეც მომხმარებლები ჭამის დროს ვარჯიშობენ. ამის შესახებ Independent-ი წერს.
როგორც ირკვევა, ტრენაჟორები კაფეში ჯერ კიდევ სექტემბერში დადგეს, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე რესტორნებში სულ 10 ასეთი მოწყობილობა დგას.
ტრენაჟორზე ვარჯიშის დროს ის ელექტროენერგიას გამოიმუშავეს და კლიენტებს მობილური ტელეფონების დატენაც შეუძლიათ. ასეთი ტრენაჟორის გამოყენებისას ადამიანი 250-დან 800-მდე კილოკალორიას ხარჯავს.