ჩინეთში მოთხოვნის შემცირების კვალობაზე, ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს. იანვრის პიკის შემდეგ, ნავთობის ფასი დაახლოებით 20 პროცენტით არის შემცირებული.
თავის მხრივ, ჩინეთში მოთხოვნის შემცირებას, კორონავირუსის ეპიდემია და მასთან დაკავშირებული საგანგებო ზომები განაპირობებს. ამასთან, რუსეთს ჯერაც არ გადაუწყვეტია, შეუერთდეს თუ არა სხვა ექსპორტიორ ქვეყნებს, ბაზარზე მიწოდების ახალი შეზღუდვის დაწესებაში.
ცნობისთვის, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) თავის წევრ და არაწევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ მათ ხელი შეუწყონ ბაზარზე დღიური მიწოდების 600 ათასი ბარელით შეკვეცას. რუსეთი ამაზე პასუხობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, მეტი დრო დასჭირდება. OPEC-ის და მისი არაწევრი ექსპორტიორების მოქმედი შეთანხმებით, დღიური მიწოდება მილიონ 200 ათასი ბარელით არის შეკვეცილი.