კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთში ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიო ბაზარზე 2008-2009 წლების კრიზის შემდეგ, მოთხოვნის ყველაზე დიდი ვარდნაა. ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამის ტოლია.