ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua-მ საინფორმაციო გამოშვების ვირტუალური წამყვანი - რობოტი შექმნა. რობოტს შეუძლია დღეში 24 საათის განმავლობაში ახალი ამბების საზოგადოებისთვის მიწოდება. რობოტს ადამიანის ხმა მანერები და ჟესტიკულაცია აქვს.
ხელოვნურ ინტელექტი კითხულობს ტექსტს ბუნებრივად, ისე როგორც პროფესიონალი წამყვანი. ის გამოწყობილია პიჯაკსა და ჰალსტუხში და აუდიტორიას ჰპირდება დაუღალავ შრომას, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს. რობოტი საუბრობს როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურ ენებზე.
როგორც სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოში აცხადებენ, რობოტის გამოყენებას ვებგვერდსა და სოციალური მედიის პლატფორმებზეც აპირებენ, რაც ახალი ამბების შექმნის დანახარჯებს შეამცირებს.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა შექმნილი რობოტი წამყვანის გამოყენება სხვა ჩინურ სახელმწიფო ტელემაუწყებლებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვირტუალური წამყვანი შექმნეს. 2015 წელს, ჩინეთის ერთ-ერთმა ტელევიზიამ „მაიკროსოფტის“ ჩატბოტის გამოყენებით ამინდის წამყვანი რობოტი შექმნა. ამასთან, The Associated Press-ი იყენებს კომპიუტერულ ალგორითმს ათასობით ავტომატურად დასაწერი ნიუსის შექმნისთვის.