ბოლო ერთი წლის განმავლობაში იტალიის არაერთმა პატარა ქალაქმა გადარჩენისა და სრული დაცარიელებისგან თავის დაღწევის მიზნით მიზნით უცნაური და დაუჯერებელი კამპანია წამოიწყო - სხვადასხვა კრიტერიუმების მიუხედავად ისინი სახლებს მხოლოდ 1 დოლარად ყიდიან. მათ შორის ერთ-ერთი იტალიის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქი ჩინკუფრონდი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება.
ქალაქის მერის თქმით, ერთადერთი გადასახადი, რაც ახალმოსახლეებს ექნებათ არის შენობის დაზღვევა, რომელიც წელიწადში 250 ევრო ღირს. ამასთან, ახალმოსახლეები ვალდებულები არიან სახლი შეძენიდან 3 წლის განმავლობაში შეაკეთონ, რის შემდეგაც ისინი სახლზე სრულ ქონებრივ უფლებას მოიპოვებენ. ქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალმოსახლეები ჩინკუფრონდიში სულ მალე გამოჩნდებიან და ქალაქს სიცოცხლესა და ხალისს დაუბრუნებენ.