ჩქაროსნულ ავტობანს აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატება. გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზა და 8 ხიდი. სამუშაოებზე 500-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს მსოფლიო ბანკი 105 მილიონ 019 ათას 564 ლარით აფინანსებს.