ჭადრაკის მოყვარულებს ახლა უკვე შეუძლიათ ეთამაშონ თავიანთ მეგობარს ან ნებისმიერ ადამიანს შორ მანძილზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჭადრაკი ნამდვილ დაფაზე. ერთი შეხედვით ეს ფანტასტიკას უფრო გავს და ალბათ მოგაგონებთ ცნობილ ფილმს ჯადოქარ ბიჭზე, სადაც ფიგურები დამოუკიდებლად გადაადგილდებიან, თუმცა ეს რეალობაა. როგორც გამოგონების შემქმნელები ამბობენ, Square Off ეს არის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ჭადრაკი, რომლის თამაშიც 21-ე საუკუნეში შეიძლება. იდეის ავტორების თქმით, ფიგურებს შეუძლიათ დამოუკიდევლად გააკეთონ სვლა, ანუ გაიმერეონ თქვენი მეტოქის მითითება. დაფა ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება თქვენს სმარტფონს და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იმართება.