ყოველდღიურად უმარავი საკვები ნარჩენი იყრება და ფუჭდება. მილიონობით ოჯახი მსოფლიოს მასშტაბით დიდ ულუფებს ამაზდებს, საკვები არ იჭმევა ან ხშირად მაცივარში რჩება რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შედეგადაც საკვები აღარ არის ვარგისიანი და გადასაყრელია. წარმოგიდგენთ უახლესი ტიპის კონტეინერს სახელად ovie, რომელსაც გაცილებით ხანგრძლივად და ეფექტურად შეუძლია საკვების შენახვა. კონტეინერი შემუშავებულია უახელსი ტექნოლოგიით, მას აქვს ჩამკეტი ღილაკი, რომელიც სხვადასხვა ფრად ანათებს და ამგავარად გატყობინებთ მის ვარგისიანობას. მწვანე ფერი გეუბნებათ, რომ საკვები ჯერ კიდევ ქორფა და ახალია. ყვითელი ფერი მიანიშნებს, რომ უკვე დროა საკვები გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთვევაში ის შეიძლება აღარ იყოს ვარგისიანი. წითელი ფერი გეუბნებათ, რომ საკვები აღარ არის ვარგისიანი და უმჯობესია გადაყაროთ. მოწყობილობა სმარტფონის აპლიცაიით იმართება. მისი მეშვეობით თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ რა გაქვთ მაცივარში და რამდენი დღის.
აპლიკაცია ასევე გაძლევთ სასარგებლო რჩევებს, როგორ გამოიყენოთ მორჩენილი საკვები და მისი გამოყენებით მოამზადოთ ახალი კერძი, როემლიც იქნება ჯანსაღი. ამჟამად მოწყობილობა იყენებს ამაზონის სპიკერს ალექსას, თუმცა როგორც ამბობენ, მომავალში ის სახლის სხვა სპიკერებთანაც იქნება თავსდებადი. კონტეინერის გამოყენება შეიძლება ისევე როგორც სახლში საკვების შესანახად, ასევე ლანჩის სამსახურში წასაღებად. ჭურჭელი თავსახურით მჭიდროდ იხუფება, შესაბამისად საკვები იზოლირებულია ჰაერისგან. თანმედროვე ჭურჭლის შემქმნელების თქმით, მათი ტენოლოგიის მიზანია ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და დაზოგოს მათი დრო და ბიუჯეტი. როგორც ამბობენ, თქვენ დისტანციურად სამრტფონის აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლკიათ გაიგოთ რა საკვები გაქვთ მაცივარში და რამდენი დღის. როდესაც მორჩენილ საკვებს კონტეინრეში ათავსებთ ის ასევე ინახება აპლიცაიის ბაზაში, შესაბამისად თქვენ ვირტუალური მაცივარი გაქვთ მობილურში.