ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე საქალაქო სასამართლოში მივიდა - Palitra News

ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე საქალაქო სასამართლოში მივიდა

2017-08-19 14:18:04+04:00

სასამართლოს შენობაში, სადაც მთაწმინდაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მოვიდა. ის სასამართლოს დარბაზში აპირებდსა შესვლას, სადაც სასწრაფო დახმარების ექიმები ბრალდებულს დახმარებას უწევდნენ. მას სხდომის დარბაზში შესვლის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს. მოსამართლის თანაშემწის ინფორმაციით, მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი პროცესზე ცუდად გახდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და შესვენება გამოაცხადეს. ბრალდებული მშრალ შიმშილობაზეა და წყალს არ სვამს. ის ცუდად პროცესის დაწყებამდეც გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განუსაზღვრონ.ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მკვლელობა მთაწმინდაზე 16 აგვისტოს მოხდა. სამართალდამცველებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს.

იხილეთ:

"გულგაგლეჯილი ქმარი მიწევს, ორმეტრიანი" - ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერდა

"გამიტყუეს, ნახეთ, რა უნდა გაჩვენოთო და მოიტაცეს" - ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე პოლიციელებს მუქარაში ადანაშაულებს