ზაფხულის აუტანელ სიცხეში ბავშვს ისევე სიამოვნებს წყლით გაგრილება, როგორც უფროსს. მით უმეტეს, რომ წყალი მას ყოველთვის მაგნიტივით იზიდავს, ის ხომ ბავშვისთვის ყველაზე ნაცნობი სტიქიაა, რომელშიც მთელი 9 თვის განმავლობაში "ცხოვრობდა". არ ღირს, ზედმეტი აკრძალვებით წაართვათ პატარას წყალთან ურთიერთობის სიამოვნება. უბრალოდ, სიფრთხილის ზომები დაიცავით, რომ ამ გართობამ მშვიდობიანად ჩაიაროს და მისგან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგრჩეთ. • ბავშვი გრილ წყალთან ურთიერთობას 6 თვიდან შეაჩვიეთ• ზღვაზე წასვლის წინ აუცილებლად გაასინჯეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ რაიმე დაავადების გართულების რისკი არ არსებობს.• სასურველია, ბანაობისას სპეციალური რეზინის ქუდი ახმაროთ, რომელიც ყურებს დაუფარავს. • ყურადღება მიაქციეთ, რომ ბუნებაში სეირნობისას არ იჭყუმპალაოს ისეთ წყალში, რომელიც საბანაოდ ნებადართული არაა. წყალი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. • სანამ ბავშვი წყალში შევა, ფსკერი შეამოწმეთ. გადაამოწმეთ წყლის ტემპერატურა, რომ სხეულის გადაცივება არ მოხდეს. ყველაზე ოპტიმალურია 24-26 გრადუსი ცელსიუსით, მინიმალური დასაშვები ნორმა კი - 22 გრადუსი. • ბავშვის პირველი კონტაქტი გრილ წყალთან 2 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. 5 წლამდე ბავშვის წყალში გაჩერება კი 5 წუთზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული. • ბანაობისთვის დღის დღის ნაკლებად მცხუნვარე მონაკვეთი შეარჩიეთ - 10:00-დან 12:00-მდე და 17:00-დან 19:00-მდე. ამით მზის დაკვრას აიცილებთ თავიდან.• თვალი არ მოაცილოთ ბავშვებს, როცა წყალში არიან ან წყალსატევის სიახლოვეს თამაშობენ. • თუ გასაბერი აუზი გაქვთ, გირჩევთ, ყოველი ბანაობის შემდეგ გადმოღვაროთ წყალი და შეინახოთ დამხობილ მდგომარეობაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. • მაშველი რგოლები წყლის ზედაპირზე გასაჩერებლად კარგი საშუალებაა, მაგრამ მაშველ ჟილეტს მაინც ვერ შეცვლის.