ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე ახალი ტიპის წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები წარადგინა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ რაკეტებს „მსოფლიოს უძლიერესი იარაღი“ უწოდა. აღლუმს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, ადევნებს თვალს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყნის უდიდესი მტერია. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ იცვლება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს ბოროტად არ გამოიყენებს, მაგრამ ქვეყანა ბირთვულ არსენალს გააფართოებს. ამ კონტექსტში მან ზებგერითი შეიარაღების, მყარი საწვავის კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტის, სადაზვერვო თანამგზავრებისა და დრონების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.