"ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთისა და მისი პატივსაცემი პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა" - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ტრამპის განცხადება ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას მოჰყვა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ოფიციალური ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდის პარალელურად, აშშ-ის კარლ ვინსონის შეტევითი ჯგუფი იაპონიის სამხეთ ნაწილში, ნაგასაკის სანაპიროს მიუახლოვდა. ამასთან ერთად, აშშ და სამხრეთ კორეა მარტის თვიდან ყოველწლიურ, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აწარმოებენ.