ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ამოუცნობი მოდელის ორი ჭურვი ისროლა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტზე დაყრდნობით სამხრეთკორეული მედია იტყობინება.
არსებული მონაცემებით ეს ჭურვები ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ისროლეს. შესაბამისად ზღვაში ჩავარდნამდე ჭურვებმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაუფრინეს. ჭურვების ტიპზე და ფრენის სიშორეზე დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა "აკვირდება სიტუაციას" და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.