ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ბოლო 1 თვის მანძილზე ოფიციალური ფხენიანის მიერ ჭურვების გაშვების მე-6 შემთხვევაა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ჰამბუნგთან ახლოს გაუშვეს. მათივე ცნობით, ბალისტიკურმა რაკეტებმა 190 კილომეტრის გავლა შეძლეს.
ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ გააძლიერებს თავდაცვას შეერთებული შტატების წინააღმდეგ და განიხილავს ყველა დროებით შეჩერებული საქმიანობის განახლებას.