ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, რაკეტის გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ჰაერში აფეთქდა. აშშ-ის ერთ-ერთი გენერლის თქმით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიას არ გასცდენია. ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და იპაონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკეს.