FAO-ს წარმადგენლის ანდრეი იარმაკის განცხადებით, ქართული ტრადიციული ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს და გარკვეული ძალისხმევით, პროდუქტი შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი საკვები გახდეს. როგორც მან east fruit-ს განუცხადა, ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი სწორად პოპულარიზაცია, პროდუქტს აუცილებლად გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადს.ექსპერტის შეფასებით, ჩურჩხელა განსაკუთრებით საინტერესო ძვირადღირებული სუპერმაკეტების ქსელებისთვის იქნება. ამასთან, იარმარკმა ჩურჩხელას მწარმოებლებს პროდუქტის სხვადასხვა სახის შიგთავსით დამზადება ურჩია. მისი თქმით, მრავალფროვანი ასორტიმენტი გაყიდვებზე დადებითად აისახება.ცნობისთის, 2011 წელს „საქპატენტმა“ , ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული განცხადების საფუძველზე, ჩურჩხელა დაცული გეოგრაფიული სახელწოდებით დაარეგისტრირა.