მართალია, ამერიკული ტელეარხის HBO-სა და ბრიტანული ტელექსელის Sky-ს ერთობლივი ნამუშევრის - ისტორიული მინი-სერიალის "ჩერნობილი" მსოფლიო პრემიერა სულ რამდენიმე თვის წინ შედგა, მაგრამ ფილმი, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე საზარელ ტექნოგენურ კატასტროფას მიეძღვნა, უკვე იქცა წლის მთავარ ტელესენსაციად.რა თქმა უნდა, ჩერნობილის საზარელ მოვლენებზე მანამდეც უამრავი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, თუმცა ბოლო წლების ნამუშევრებს შორის სწორედ ამერიკელების და ევროპელების პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული რეალისტურობით, რომლებიც აქცენტს არა იმდენად კატასროფაზე, რამდენადაც მის შედეგებზე აკეთებენ და ისტორიასაც განსხვავებული სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების - ჩინოვნიკების, მაღალი თანამდებობის პირების და რიგითი მოქალაქეების პოზიციიდან ჰყვებიან.