ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ფილმის, და ჩვენ ვიცეკევთ კინოთეატრებში ჩვენების გასაპროტესტებლად ვერის ბაღში შეიკრიბნენ. როგორც ვასაძემ მხარდამჭერებს მიმართა, 8 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანთან განვითარებული მოვლენების დროს მათ მოიპოვეს მორალური უპირატესობა და ფილმის პრემიერა ვერ შედგა. მისი თქმით, პრემიერაა მაშინ როდესაც მისი ჩატარებისთვის პოლიციელების მხრიდან დაცვა არ გახდება საჭირო. მანვე უსაყვედურა ქვეყნის ხელისუფლებას და ცოდვის პროპაგანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ამასთან, როგორც ვასაძემ აღნიშნა, პოლიციამ სრულიად უსამართლოდ და გადაჭარბებული ძალით, იძალადა ფილმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე და მათ გადაადგილება შეუზღუდა. ვასაძის განცხადებით, ასეთი ფილმების პრემიერა საქართველოში ღია და მშვიდ პირობებში ვერ ჩატარდება. მისივე თქმით, მას სურდა კინოთეატრში შესვლა და ფილმის ჩვენების შეწყვეტა, თუმცა ეს რომ ვერ მოხდა, ესეც უფლის ნება იყო.