ჩვენ ვერ გავყვებით ოპოზიციას საკუთარი პარტიული, გნებავთ ცალკეული დესტრუქციული პირების დღის წესრიგში. არ ჩავატარებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, სანამ არ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი როლი და მოთხოვნა სამართლიანობის პრინციპებს დააფუძნონ, რა სიტუაციაშიც „ნამდვილად შეთანხმდებიან“.