”ნაციონალური მოძრაობის წევრებმა” და მათმა მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარს წებოვანი პლაკატები მიაკრეს.პლაკატებზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც მიწერილია ”ფაროსანა”. ასევე ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატი, წარწერით ”შენ შრომობ - ესენი იპარავენ”.ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. როგორც მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ყველანაირი უკანონობა 21 ოქტომბერს დასრულდება.