ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ბელარუს ხალხს სურს თავისუფლება და დემოკრატია, რასაც იმსახურებენ კიდეც. ჩეხეთში ვიზიტისას პომპეომ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, ბელარუსში სამოქალაქო აქტივისტებს მიეცეთ უფლება საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატონ. „ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ეჭვი გვეპარება ამ ქვეყნის არჩევნების სამართლიან შედეგებში. ბელარუსებს სურთ თავისუფლება და დემოკრატია. მათ ეს დაიმსახურეს. აუცილებელია, რომ სამოქალაქო აქტივისტებს მიეცეთ უფლება, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და დაცულნი იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების ძალისმიერი ქმედებებისგან“ - განაცხადა პომპეომ.