01:53
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ - გიორგი კვირიკაშვილი
24-06-2017

"შუახევჰესის" მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიას,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   "შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. "შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში.მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში თანამედროვე სტანდარტის ახალი საწარმო გახსნა. სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

AutoPlay
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გიორგი ვაშაძის შეფასებით გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ოპოზიციის ერთობას აზიანებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ნათია თურნავა აეროპორტში მგავრთა უსაფრთხოდ მიღებისთვის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი ჩინეთს მოუწოდებს, ჰონგ-კონგის საკითხთან დაკავშირებით "რუბიკონი არ გადალახოს" და საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები