დიდგორის დღე სიმბოლურად აღნიშნეს ორგანიზაცია "ძალა ერთობაშიას" სამოქალაქო აქტივისტებმა. ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ, აქცია გამართეს. შეკრებილებმა პლაკატებითა და დროშებით კვლავ შეახსენეს გამვლელებს, რომ ყარაფილასთან 400 მეტრში რუსის ჯარი დგას.