მთავარი კითხვა დანებთან დაკავშირებით გვაქვს, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა და მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ერთი არასრულწლოვანი დააკვა მეორე ბრალდებული სამართალდამცველებს მოგვიანებით თავად ჩაბარდა. გარდა ამისა საქმეზე ორი პირი დანაშაული შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.