ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ანაკლიის კონსორციუმს მოწუდოებს საქმეს მიხედონ. როგორც თურნავა ამბობს, მოცემულობა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ 6-ჯერ გადაუვადა კონსორციუმს ვადა, დასტურია იმ მხარდაჭერის, რომელიც მთავრობას პორტის მშენებლობის მიმართ აქვს.
ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "ანაკლიის კონსორციუმისთვის" წლის ბოლომდე ვადის მიცემა კიდევ ერთი დასტურია ამ მხარდაჭერის. ამასთან როგორც თურნავამ აღნიშნა, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა ინვესტორს აცადოს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება თანხების მობილიზებასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთადერთი კომერციული პროექტია, რომლის მნიშვნელობაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი.