წარმოება არ შეუმცირებია, თუმცა ადგილობრივი ბაზრის სიმცირის გამო, „შუხმან ვაინ ჯორჯია“ ღვინის დიდ ნაწილს კვლავ ექსპორტზე გაიტანს. კერძოდ, კომპანია გეგმავს წარმოებული ღვინის 95%-ის ექსპორტს, რაც მილიონ ნახევარი ბოთლია.
კომპანიის დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ რთველი, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით დასრულდა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მოკლე ვადაში, პანდემიისაგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი დაკომპენსირდება. უკვე 2021 წლის პირველ ნახევარში კი დადებით დინამიკას ელოდება.