ამერიკული ბანკი JPMorgan Chase გადაიხდის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმას, რათა მოაგვაროს შტატების ფედერალური ხელისუფლების მოთხოვნები ძვირფასი ლითონებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე მანიპულაციებში მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა, ამ კვირაშივე გაკეთდეს. გამოცემის თანახმად, საუბარია ნიუ-იორკის, ლონდონისა და სინგაპურის ბროკერების ჯგუფზე, რომლებიც ფასებით მანიპულირებდნენ ძვირფასი ლითონებსა და საფონდო ბირჟებზე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში JPMorgan Chase შტატების ხელისუფლებამ საგარეო კორუფციული პრაქტიკის კანონის დარღვევის გამო 264 მილიონი დოლარით დააჯარიმა.