ჩრდილოეთ კორეის მიერ დაფინანსებული ჰაკერები შესაძლოა, კრიპტოვალუტის 100 მილიონი დოლარის მოპარვაში ამხილონ.
ბლოკჩეინის ანალიტიკურმა ფირმამ, Elliptic-ის განცხადებით, საუბარია ჰაკერულ დაჯგუფებაზე - Lazarus Group-ზე, რომელსაც ძლიერი კავშირები აქვს ფხენიანთან, სწორედ მან მოაწყო თავდასხმა.Elliptic-მა დასძინა, რომ ჰაკერებმა დაიწყეს მოპარული აქტივების გათეთრება Tornado Cash-ის, ე.წ. „მიქსის“ სერვისის მეშვეობით. მათი მტკიცებით, Tornado Cash-ში ჯერ-ჯერობით დაახლოებით 39 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გაიგზავნა.
როგორც CNN წერს, თავდასხმის გზა და თანხების შემდგომი გათეთრება ბევრ მსგავსებას შეიცავს წინა კრიპტოქურდობებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე Lazarus-ის მიერ იყო ჩადენილი.აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ხშირად ადანაშაულებენ კიბერშეტევებსა და კრიპტოვალუტის გამოყენებაში დასავლური სანქციების გადასაჭრელად.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეამ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კიბერშეტევებში მონაწილეობა უარყო.