კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, ბიზნესზე, დასაქმებასა და ტურიზმზე. პამდემიის გამო გაუქმდა მილიონობით ავიარეისი, დაიხურა საზღვრები და მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიები გაკოტრების პირას აღმოჩნდა. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა გამოსავალი მოენახა და ნაწილობრივ მაინც დაბრუნებოდა პანდემიამდელ მდგომარეობას.გამოწვევების საპასუხოდ თვითმფრინავის მწარმოებელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს თვითმფრინავის შიდა სივრცის ინტერიერი მნიშვნელოვნად შეეცვალათ.
გამოცემა CNN-მა წარმოადგინა 2021 წლის თვითმფრინავის საუკეთესო ინტერიერი, რომელიც ერთდროულად Premium economy კლასს განეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ეკონომ კლასით“ მოსარგებლე მგზავრებს განსაკუთრებული პირობები, უფრო მეტი სივრცე და კომფორტი აქვთ, რაც აქამდე იშვიათობას წარმოადგენდა.
ავიაკომპანია Orson Associates-ის დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მგზავრებს დაუცველობის განცდა მუდმივად აქვთ. ამის გამო აუცილებელი გახდა სავარძლებს შორის დისტანცია გაზრდილიყო, რათა მგზავრებმა უფრო კომფორტულად შეძლონ ფრენა. მისი თქმით, დისტანციის გარდა, თითოეული სავარძელი სულ მცირე 7-8 სანტიმეტრით უფრო განიერი იქნება, ვიდრე აქამდე არსებული სავარძლები.