კორპორაცია Coca-Cola აპირებს გაათავისუფლოს 2 ათას 200 თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ათას 200 დასაქმებულია შტატებში. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
მასალაში ნახსენებია, რომ გასათავისუფლებელი ადამიანების რაოდენობა კომპანიაში სრულად დასაქმებულების 12%-ის ექვივალენტურია. კომპანიაში თვლიან, რომ თანამშრომლების შემცირება მას მისცემს საშუალებას წლიურად 350-550 მილიონი დოლარი დაზოგოს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიის რეორგანიზაცია მათ საშუალებას მისცემს გახდნენ ქსელი, რომელშიც საჭირო იქნება ნაკლები გადაწყვეტილებების მიღება, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და საბოლოოდ ნაკლები ხალხი.