აპრილი დედამიწის თვეა და ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ეს… ყველა ბრენდს სურს, საზოგადოებასთან ისაუბროს იმაზე, თუ რამდენად უყვართ გარემო. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც კოკა-კოლაა.
ანიმაცია, რომელზეც Mackinnon & Saunders-მა იმუშავა, Coca-Cola-ს მიზანს უსვამს ხაზს: „თითო ბოთლის შეგროვება ყოველ გაყიდულ ბოთლზე“. მაშინ, როცა ამერიკელთა 59%-ს აქვს ხელმისაწვდომობა გადამუშავებაზე, მხოლოდ 27% აკეთებს ამას. ეს კი ცუდად აისახება როგორც გარემოზე, ისე ეკონომიკაზე.
პრობლემა ის არის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა კატასტროფულად ცუდია. ამან ბევრი მეცნიერი და აქტივისტი მიიყვანა დასკვნამდე — პლასტმასის გადამუშავება ჭარბი წარმოების რეალური პრობლემისგან ყურადღების გადატანას წარმოადგენს. პლასტმასის ნარჩენების უმეტესობა ნაგავსაყრელებზე ხვდება და დაბინძურებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, მთელი ეს ნარჩენები იშლება მიკროპლასტიკებად, რომლებიც წყალში, საკვებში და შედეგად, ჩვენს ფილტვებსა და სისხლში ხვდება.