მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რითაც დადასტურდა პირდაპირი კავშირი ძლიერი ფსიქოლოგიურ სტრესსა და კანის დაავადებებს შორის.
კანის დაავადებები სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, როგორ უნდა განვასხვავოთ ეს დაავადებები ერთმანეთისგან? - დიაგნოზის დასმა ექიმის კომპეტენციაა და პირველ რიგში პაციენტმა სპეციალისტს უნდა მიმართოს. კანის და ვენერულ სნეულებათა ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგები კოვიდ 19-ის პანდემიის დროსაც მაღალი პროფესიონალიზმით ახორციელებენ კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკას და მკურნალობას, უახლესი, მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით.