ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დიდი რაოდენობის გამო, მობილიზებულია კერძო სამედიცინო სექტორი, გადაიდო გეგმიური ოპერაციები, დაიცალა რამდენიმე მრავალპროფილური კლინიკა.
დიდი ტრადიციების მქონე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკა, რომელიც პირველი მრავალპროფილური კლინკაა საქართველოში, ერთ-ერთი პირველი ჩადგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სამსახურში. გამოცდილი კოლექტივი იზრუნებს კოვიდპაციენტებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც თანმხლები დაავადებების გამო განსაკუთრებული მართვა სჭირდება.