ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ის პანდემიას განიხილავს როგორც უპრეცედენტო შეფერხებას ეკონომიკასა და მსოფლიო ვაჭრობაში, რადგან წარმოება და მოხმარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საზღვრების ჩაკეტვა მნიშვნელოვნად ვნებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებუთ კი საზიანოა განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამასთან, კორონავირუსის უარყოფითი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, სამუშაო ადგილებსა და ადამიანების კეთილრეობაზე გარდაუვალია.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნული, რომ "დიდი ოცეულის“ წევრი სახელმწიფოები 5 ტრილიონ დოლარს ჩადებენ მსოფლიო ეკონომიკაში ფინანსური ზარალის შესამცირებლად