ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით კიბერდანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბარათს დაეუფლა და თანხა მისი სურვილისამებრ გამოიყენა სხვადასხვა გადარიცხვების მეშვეობით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს.